Accessibility links

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნატოს ყველაზე მაღლი ნდობა საქართველოში აქვს


ავტორიტეტული ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ნატოს, როგორც დამცველის მიმართ, ნდობა საკმაოდ დაბალია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მდგრადი დადებითი ბალანსი ამ მხრივ მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში აღმოჩნდა. გამოკითხვის თანახმად, რომელიც „გელაპმა“ 2016 წლის განმავლობაში, ტელეფონის საშუალებით ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის 37%-ი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დამცველად მიიჩნევს, 8%-ი საფრთხედ, ხოლო 35%-ი კი არც ერთად. პოზიტიური დინამიკაა აზერბაიჯანში, რომელიც არ ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას. იქ გამოკითხულთა 21%-ი მიიჩნევს ნატოს დამცველად, 16-% - საფრთხედ. სამაგიეროდ 44%-ს შეადგენს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებისთვისაც ალიანსი არც დაცვასთან ასოცირდება და არც -საფრთხესთან. კვლავ უარყოფითი ბალანსია ამ მხრივ უკრაინაში. გასულ წელს იქ გამოკითხულთა 29%-ი მიიჩნევდა ნატოს დამცველად, 35%-კი საფრთხედ. ალიანსის მიმართ ყველაზე უფრო ნეგატიურად არიან განწყობილი რუსეთსა და ბელორუსიაში. „გელაპის“ თანახმად ნატოს საფრთხედ რუსეთში 67%-ი მიიჩნევს, ბელორუსიაში კი 54%-ი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG