Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი შეუდგა „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას


საქართველოს პარლამენტი შეუდგა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ ინიცირებული პროექტით, ახალი უწყება - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დამოუკიდებლობის მაქსიმალური გარანტიებით არის აღჭურვილი და მკაცრად განსაზღვრულ გარე კონტროლს ექვემდებარება. ოპოზიცია კი მკაცრად აკრიტიკებს აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ მთავრობა „ახალ მონსტრს“ ქმნის. დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით, 9 თებერვალს უმრავლესობამ უარი თქვა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე.

XS
SM
MD
LG