Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, ჰელმანდში ექვსი ადამიანი დაიღუპა ტერორისტული აქტის შედეგად


სულ მცირე,ექვსი ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას, რომელიც ავღანეთის სამხრეთის პროვინცია ჰელმანდში მოხდა. დახოლიებვს შორის ერთი ბავშვია, დანარჩენები ავღანელი სამხედროები არიან. თვითმკლელი ტერორისტი ავტომანქანით იყო, მან აფეთქება მოაწყო ქაბულის ბანკთან, ლაშქარ გაჰში, განაცხადა ჰელმანდის მთავრობის წარმომადგენელმა, ომარ ზუაკმა. ზუაკმა დააზუსტა, რომ თავდასხმა მოხდა ავღანეთის არმიის ავტომანქანასთან, როცა ჯარისკაცები ბანკში მივიდნენ ხელფასის მისაღებად. თავდასხმის შედეგად 20 პირი დაშავდა, მათ შორის, სამი ქალი და სამი ბავშვია. ჰელმანდის პროვინციაში ასეულობით უცხოელი სამხედროა განთავსებული ავღანეთის ჯარის წვრთნის და მხარდაჭერის პროგრამის ჩარჩოებში. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა თალიბანმა, რომელმაც დახოცილთა უფრო მაღალი რიცხვი დაასახელა.

XS
SM
MD
LG