Accessibility links

ტრამპი აპირებს ახალი საიმიგრაციო განკარგულების გაცემას შეჩერებული აკრძალვის სანაცვლოდ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს გამოსცეს ახალი სააღმსრულებლო განკარგულება იმიგრაციის შესახებ. 27 იანვარს ხელმოწერილი განკარგულების მოქმედება სასამართლოებმა შეაჩერეს. ტრამპის თქმით, კანონი მის მხარეს არის ორი სასამართლო პროცესის წაგების მიუხედავად და უსაფრთხოების სფეროში შეშფოთების გამო საჭიროა სწრაფი მოქმედება, ვიდრე ამის შესაძლებლობას სასამართლო არხები იძლევიან. მისი თქმით, 13 თებერვლამდე მოქმედებას არ აპირებს. პრეზიდენტის 27 იანვრის სააღმსრულებლო განკარგულების თანახმად, 120 დღით შეჩერდა პროგრამა, რომელიც აშშ-ში ლტოლვილების განსახლებას გულისხმობდა და დაწესდა შვიდი - უპირატესად მაჰმადიანური - ქვეყნის მოქალაქეთა აშშ-ის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შესვლის აკრძალვა. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. თავიდან, სიეტლის სასამართლომ გააუქმა აკრძალვა, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა აკრძალვის შეჩერება. ახლა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი ვერსია ორიგინალურის განახლებული ვარიანტი იქნება მცირე ცვლილებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნის გათვალისწინებით. როიტერის სააგენტოს უთხრა კონგრესის მრჩეველმა, რომ თეთრმა სახლმა განკარგულება ახლიდან უნდა დაწეროს და ის არ უნდა შეეხოს აშშ-ის, ეგრეთ წოდებული, „მწვანე ბარათის“ მფლობელებს და აშშ-ის მუდმივი ცხოვრების უფლების მქონეთ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG