Accessibility links

თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


თურქეთში 16 აპრილს ჩატარდება რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც საპარლამენტო სისტემის შეცვლას გულისხმობს საპრეზიდენტო სისტემით, როგორც ამას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი ესწრაფვის. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ 11 თებერვალს. ახალი სისტემის თანახმად, პრეზიდენტს უფლება მიეცემა გამოსცეს განკარგულებები, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, დაასახელოს მინისტრები და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები და დაშალოს პარლამენტი. ერდოანმა თქვა, რომ რეფორმა ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს არეულ დროში.ერდოანის ოპონენტები შიშობენ, რომ ახალი სისტემა კიდევ უფრო გააძლიერებს ავტორიტარულ მმართველობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG