Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები


რუმინეთში 11 თებერვალს გრძელდება მასობრივი, კორუფციის საწინააღმდეგო გამოსვლები. 10 თებერვალს ათეულ ათასობით ადამიანი იყო გასული ქუჩაში. უკვე 11 დღეა გრძელდება გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავრობის გადაგომას. მთავრობა შეეცადა კორუფციასთან ბრძოლის შერბილებას და გამოსცა განკარგულება კორუფციის გარკვეული ფორმებისთვის სასჯელის შემცირების შესახებ. მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ მთავრობამ დათმო და განკარგულება გააუქმა, მაგრამ გამოსვლები გრძელდება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. გამოსვლები დედაქალაქ ბუქარესტის გარდა გაიმართა რუმინეთის სხვა არაერთ ქალაქში.

XS
SM
MD
LG