Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში უკრაინელი პოეტი დააკავეს და ქვეყნის დატოვება მოთხოვეს


კარგად ცნობილი უკრაინელი პოეტი და მწერალი დააკავეს ბელორუსის დედაქალაქში, მინსკში და ქვეყნის დატოვება მოთხოვეს. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები სერჰი ჟადანს სასტუროს ოთახში მიადგნენ ღამით და ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს. სოციალური მედიით გაავრცელა ცნობა ჟადანმა, რომ ის მთელი ღამით ამყოფეს საკანში, შემდეგ კი უშიშროების სამსახურმა აუხსნა, რომ ბელორუსიაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან რუსეთმა 2015 წელს მას აუკრძალა ქვეყანაში ყოფნა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. პოლიციამ ჟადანს პასპორტში ჩაურტყა ბეჭედი შენიშვნით, რომ განუსაზღვრელი ვადის ეკრძალება ბელორუსიაში შესვლა. ჟადანმა ცნობა მიაწოდა უკრაინელ დიპლომატებს. რუსეთი და ბელორუსია სავიზო რეჟიმს ინაწილებენ.

XS
SM
MD
LG