Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ნატოში წილის გაზრდის მოთხოვნას სამართლიანად მიიჩნევს


გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურზულა ფონ დერ ლაიენი თვლის, რომ აშშ-ის მოთხოვნა, რომ ნატოელმა პარტნიორებმა თავდასხმის ხარჯები უნდა გაზარდონ, „სამართლიანია“. მისმა ამერიკელმა კოლეგამ, ჯეიმს მატისმა შეაქო გერმანიის როლი ავღანეთის ომში. ფონ დერ ლაიენმა ვაშინგტონში ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანიამ, რომელიც თავისი ეკონომიკურ შემოსავლის ბევრად უფრო ნაკლებს გაიღებს თავდაცვისთვის, ვიდრე ნატო მოითხოვს, ხარჯი უნდა გაზარდოს. თუ გვსურს, რომ ერთობლივად მოვაგვაროთ კრიზისი მსოფლიოში, კერძოდ, დავძლიოთ ტერორიზმი და ნატოს ძლიერ ფუნდამენტზეიდგეს, ყველამ უნდა გადაიხადოს თავისი წილი, თქვა გერმანელმა მინისტრმა, რომელიც შეეხო რუსეთის თემას და განაცხადა: მნიშვნელოვანია, რომ ნატო ერთიანი დარჩეს. მისი თქმით, ის და მატისი შეთანხმდნენ, რომ ბევრი გლობალური პრობლემა, მათ შორის სირიაში ომი, რუსეთის გარეშე არ მოგვარდება, მაგრამ ამასთან, მოსკოვმა პატივის უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და სუვერენული ქვეყნების საზღვრებს. მატისმა, ყოფილმა საზღვაო გენერალმა და აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსმა, რომელიც ავღანეთის ომს ზედამხედველობდა, გამოხატა უდიდესი პატივისცემა გერმანიის ჯარისადმი ავღანეთში.

XS
SM
MD
LG