Accessibility links

საპატიმროში გარდაიცვალა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მონაწილე


ლიუბისა ბეარა, ბოსნიელი სერბი ყოფილი ოფიცერი, რომელიც 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო გენოციდში სცნო დამნაშავედ გაეროს ტრიბუნალმა, გერმანიაში, საპატიმროში გარდაიცვალა 8 თებერვალს. 77 წლის ბეარა ბოსნიელი სერბების არმიის შტაბბინის უშიშროების სამსახურის უფროსი იყო ომის დროს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2010 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო. 1995 წელს სრებრენიცაში რვა ათასი მუსლიმი ბიჭი და კაცი იქნა მოკლული ბოსნიელ სერბთა შენაერთების მიერ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG