Accessibility links

ავტოავარიის შემდეგ პოლონეთის პრემიერის მდგომარეობა სტაბილურია


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ბეატა შიდლო სტაბილურ მდგომარეობაშია მას მერე, რაც დაშავდა ავტოავარიაში პოლონეთის სამხრეთში, ათ თებერვალს. ავარია მოხდა ოსვენციმში, საიდანაც წარმოშობით არის პოლონეთის პრემიერი. შიდლო შვეულმფრენით გადაიყვანეს ვარშავაში სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, თუმცა, მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სერიოზულად არ დაშავებულა. შიდლო კორტეჟით მგზავრობდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე, როცა მის "აუდის" მარკის ლიმუზინს შეეტაკა "ფიატის" მარკის მცირე ზომის ავტომანქანა, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდა მართავდა. მძღოლი, პოლიციის თანახმად, არ იყო ნასვამი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG