Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება ტრამპს სლოვენიაში შეხვდეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ თავისი პირველი შეხვედრა დონალდ ტრამპთან სლოვენიაში გაიმართებოდა, მაგრამ ამ შეხვედრის მომზადებაში ბევრი ფაქტორი თამაშობს როლსო, თქვა პუტინმა 10 თებერვალს მას მერე, რაც სლოვენიის პრეზიდენტმა, ბორუტ პაჰორმა წინადადება წამოაყენა, ტრამპის და პუტინის პირველი შეხვედრის ადგილად ლიუბლიანა ავირჩიოთო. სლოვენია შესანიშნავი ადგილია ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თქვა პუტინმა პაჰორთან შეხვედრის შემდეგ. პუტინიც და ტრამპიც აცხადებენ, რომ სურთ ორი ქვეყნის ურთიერობის განვითარება, რაც შეჩერდა უკრაინაში რუსეთის ქმედების გამო. თუ ეს შეხვედრა შედგება, ლიუბლიანის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თქვა პუტინმა. აშშ-ის პირველი ლედი, დონალდ ტრამპს ცოლი, მელანია, წარმოშობით სლოვენიიდან არის. იქ მოხდა პუტინის პირველი შეხვედრა ჯორჯ ბუშთან, 2001 წელს, როცა ბუშმა თქვა, პუტინს თვალებში ჩავხედე და „მის სულს ჩავხვდიო“.

XS
SM
MD
LG