Accessibility links

ყაზახეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე სირიის მთავრობა და მეამბოხეები მიიწვია


ყაზახეთმა, დედაქალაქ ასტანაში მომავალი კვირისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, როცა სირიის კონფლიქტის მოგვარების გზები უნდა განიხილონ, მიიწვია სირიის მთავრობის ოფიციალური პირები და შეიარაღებულ მეამბოხეთა წარმომადგენლები. შეხვედრა 15 და 16 თებერვალს შედგება, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეხვედრას, ცნობით, დაესწრებიან აგრეთვე გაეროს წარგზავნილი სირიაში სტაფან დე მისურა და აშშ-ის მეთვალყურეები. შეხვედრა ტარდება სირიის მთავრობის მომხრე, რუსეთის და ირანის, და მეამბოხეთა მხარდამჭერი, თურქეთის შუამავლობით.

XS
SM
MD
LG