Accessibility links

თურქმენეთში პრეზიდენტს ირჩევენ


თურქმენეთის ავტორიტარული პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი ალბათ კვლავ გაიგრძელებს მმართველობის ვადას კიდევ შვიდი წლით. გაზით მდიდარ თურქმენეთში 12 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოელიან, რომ ბერდიმუხამედოვი, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროს განაგებს, ადვილად დაამარცხებს რვა მეტოქეს, რომლებსაც საჩვენებელ კანდიდატებად მიიჩნევიან. ერთ-ერთ სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანში მისვლისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომკენჭისყრა გადაწყვეტს ხალხის ბედს მომავალ შვიდ წელიწადში. თუ ამირჩევენ, ხალხის კეთილდღეობის განვითარება გაგრძელდება, თქვა ბერდიმუხამედოვმა. ამომრჩეველთა აქტიურობა პირველ ექვს საათში უკვე 74 პროცენტამდე ავიდა, იტყობინებოდა საარჩევნო კომისია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, მან ამომრჩეველთა მცირე ნაკადი იხილა საარჩევნო უბნებში. ჩვენი რადიოს თურქმენული სამსახურით თქმით, ათ თებერვალს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, აშხაბადის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს დაურიგეს ბიულეტენები და დაავალეს, შეევსოთ ისინი ქვეყნის პრეზიდენტის სასარგებლოდ. ეს ბიულეტენები მათთვის არის, ვინც უბნებში არ მივა, განუმარტა რადიო თავისუფლებას წყარომ სკოლაში. 25 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში რეალური ოპოზიცია არ არსებობს, ამბობს მიხალ რომანოვსკი, ევრაზიის ექპერტი გერმანიის მარშალის ფონდში, რომელიც აშშ-მა დააარსა. ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტია 2006 წლის შემდეგ. შარშან მან გამოაცხადა, რომ 2017 წლის არჩევნებზე „ალტერნატივა“ იარსებებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG