Accessibility links

ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდას გმობენ აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა


აშშ-ის და სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა 12 თებერვალს. აშშ, სეული და იაპონია განიხილავენ ყველა საშუალებას, როგორ დასაჯონ "ურჩი" ფხენიანი. რაკეტის გამოცდის შემდეგ, სამხრეთ კორეის და აშშ-ის არმიების ცნობით, რაკეტა ჩავარდა ზღვაში გასროლის ადგილიდან 500-ს კილომეტრში. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ რაკეტა ან საშუალო რადიუსის აიყო, ან შუალედური, მაგრამ არა საკონტინენტშორისო. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-სთვის. რაკეტის გამოცდა მოხდა მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მასპინძლობს იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ფლორიდაში. ტრაპმა მოკლედ განაცხადა, რომ ის ასი პროცენტით უდგას იაპონიას გვერდით. აბემ თქვა, რომ რაკეტის ასეთი გაშვება „მიუღებელია“. იაპონია გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს მოთხოვნით, სერიოზული პასუხი გასცეს სამხრეთ კორეის ქმედებას, რაც უკვე წარმოადგენს საბჭოს რეზოლუციის დარღვევას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG