Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ახალი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იქნება


გერმანიაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ფედერალური კრების ყველაზე მეტი, 931 წევრი მიემხრო ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. ფედერალურმა კრებაში 1260 ადამიანია. მათი ნახევარი ბუნდესტაგის დეპუტატები არიან, მეორე ნაწილი კი ფედერალური მიწების პარლამენტების წარმომადგენლები. 61 წლის შტაინმაიერს, სოციალ-დემოკრატს, მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის, კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციამაც. შტაინმაიერი შეცვლის ამ, ძირითადად, წარმომადგენლობითი ხასიათის თანამდებობაზე იოახიმ გაუკს, აღმოსავლეთ გერმანელ ყოფილ პასტორს და უფლებების დამცველს, რომელსაც ვადა გაუვიდა და ხუთწიანი პრეზიდენტობის შემდეგ მომავალ თვეში დატოვებს თანამდებობას, რომელსაც კვლავ ხუთი წლით შტაინმაერი დაიკავებს.

XS
SM
MD
LG