Accessibility links

ჰამბურგის აეროპორტში ათეულობით პირი დაშავდა გაურკვეველი აირის გამოფრქვევის შედეგად


გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში ხელისუფლება იძულებული შეიქნა ასეულობით ადამიანის ევაკუაცია მოეწყო მას მერე, რაც მგზავრთა კონტროლისა და ბარგის განყოფილებაში გაურკვეველი ნივთიერება გამოიფრქვა. დროებით, საათნახევრის განმავლობაში, შეჩერდა აეროპორტის მუშაობა, გაუქმდა 13 რეისი. დაშავებულთა უმეტესობა ხველას და თვალების წვას უჩიოდა. მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა მოხდა სახანძრო რაზმების მიერ სახელდახელოდ მოწყობილ არეალში ექიმების მიერ. ექიმებს მიმართა 50-მდე ადამიანმა. მოგვიანებით აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG