Accessibility links

პაკისტანის სენატი სამაგიეროს უხდის აშშ-ს ვიზის გაცემემაზე უარის გამო


პაკისტანის სენატმა გამოაცხადა, რომ ის აღარ მიიღებს ისლამაბადში აშშ-ის დიპლომატებს ან კონგრესის წევრებს. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც აშშ-მა ვიზა არ მისცა პაკისტანის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, მემარჯვენე პარტიის, ჯამიათ ულემა-ე-სილამის პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც ნიუ იორკში აპირებდა ჩასვლას. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაულანა ფაზლურ რეჰმანი თალიაბის მომხრეა და ანტიამერიკული პოზიცია აქვს. პაკისტანის სენატის თავმჯდომარემ, მიან რაზა რაბანიმ განაცხადა, რომ პაკისტანის სენატის დელეგაცია აღარ ჩავა აშშ-ში, სანამ აშშ არ განმარტავს, რატომ უთხრეს რეჰმანს ვიზაზე უარი. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ვიზების არ გაცემის შემთხვევებში განმარტებას არ იძლევიან პირადი ინფორმაციის შესახებ კანონის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG