Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში პროტესტი გამოხატეს ისაკის ტაძრის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის წინააღმდეგ


რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ერთნახევარ ათასამდე ადამიანი მივიდა ისაკის საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში, რათა პროტესტი გამოეთქვათ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შენობის გადაცემის წინააღმდეგ. ეს იყო ბოლო საპროტესტო გამოსვლა ქალაქის ხელისუფალთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ, დაუბრუნდეს შენობა ეკლესიას. ისაკის ტაძარი 1917 წელს ჩამოერთვა ეკლესიას და მას შემდეგ იქ მუზეუმია. 12 თებერვლის საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ შეიძლება ეკლესიის მესვეურებმა სათანადოდ ვერ დაიცვან მუზეუმში არსებული ნივთები, და რომ რელიგიური ასპექტი დაჩრდილავს ტაძრის კულტურულ მნიშვნელობას. 12 თებერვალს იქვე გაიმართა ჯვრით სვლა, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკლესიის მიმდევრები. ისინი თვლიან, რომ ტაძარი ეკლესიის ეკუთვნის. იქ მისულ მომხრეთა რაოდენობა ორჯერ ნაკლები იყო საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა რიცხვზე.

XS
SM
MD
LG