Accessibility links

ლონდონის სამეფო აკადემიაში რუსეთის რევოლუციური ხელოვნების ნიმუშები იფინება


რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდის ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნა, ლონდონში, სამეფო აკადემიის შენობაში. გამოფენა ნაწილია რევოლუციის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებისა. გამოფენის სტუმრებს შეუძლია იხილონ რუსეთის 1917-1932 წლების ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, სახელმწიფო რუსულ მუზეუმში, ასევე რეგიონულ მუზეუმებში. სხვათა შორის, გამოფენილია რუსულ ავანგარდად წოდებული პერიოდის წარმომადგენლების, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩის, ლიუბოვ პოპოვას და სხვათა ნამუშევრები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG