Accessibility links

პროკურატურაში გაიმართება საგანგებო ბრიფინგი, სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე


14 საათზე საქართველოს პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგს გამართავს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. ბრიფინგის მოწვევის მიზეზს პროკურატურაში არ ასახელებენ. მთავარი პროკურორი სავარაუდოდ, ისაუბრებს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძის დაკავება შესაძლოა, უკავშირდებოდეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობას. „მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ასეთი აზრი გაუჩნდეს. არც პატრიარქს სჯერა ამის“, - განუცხადა ბერლინში ჟურნალისტებს ახალქალაქის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა. ბერლინში იმყოფება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძეც. მისი განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მაინც საჭიროდ ჩათვალა პირადად შეემოწმებინა უსაფრთხოების მდგომარეობა. ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი რამდენიმე ხნით დაბრუნდა გერმანიიდან თბილისში, პროკურატურაში დაიკითხა და ამჟამად ისევ ბერლინში იმყოფება და თავის მოვალეობას ასრულებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG