Accessibility links

ვაშინგტონში გაიმართება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვედრა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს აპირებს „პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის“ პოზიციიდან ისაუბროს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და ირანის პრობლემაზე, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს. ნეთანიაჰუ 13 თებერვალს, ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრება აშშ-ში. 15 თებერვალს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უმასპინძლებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ნეტანიაჰუს, რომელსაც ხშირად ჰქონდა რთული ურთიერთობა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ახალ პრეზიდენტთან ურთიერობის გაუმჯობესების იმედი აქვს. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერდა მხარს ისრაელს და მკაცრ შეფასებებს აკეთებდა პალესტინის მისამართით. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა უარი თქვა ნეთანიაჰუს იმ პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერაზე, რაც უფრო მეტი ებრაული დასახლების შექმნას ითვალისწინებს ტერიტორიაზე, რომელზეც პალესტინას აქვს პრეტენზია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG