Accessibility links

ყაზახეთში ჟურნალისტი დააკავეს ფულის გათეთრების ბრალდებით


ყაზახეთში დააკავეს ჟანბოლატ მამაი, ერთ-ერთი დამოუკიდებელი გაზეთის მთავარი რედაქტორი, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. გაზეთი, რომელსაც მამაი ხელმძღვანელობდა, ყახაზეთის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული პუბლიკაციებით გამოირჩეოდა. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი მონაწილეობდა იმ თანხების გათეთრებაში, რომელიც დევნილმა ოლიგარქმა მუტარ აბლიაზოვმა გაფლანგა. ჟანბოლატ მამაი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. როგორც 13 თებერვალს განაცხადა დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაცია ადილ სოზ ფონდმა, რედაქტორს უქმე დღეების განმავლობაში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG