Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი, სეული და ტოკიო გმობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას


აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 თებერვალს განხორციელებული, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა ერთად მსჯელობს იმაზე, თუ რა ფორმით დაისაჯოს ფხენიანის არაპროგნოზირებადი რეჟიმი. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციით, „მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა რაკეტის მოქმედების შესახებ, რომლის სროლის სიშორე 5000 კილომეტრს აღწევდა.“ აშშ-ის ხელისუფლების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა, დიდი ალბათობით, საშუალო სიშორის იარაღს წარმოადგენდა და არა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურს, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა აშშ-ისათვის. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როდესაც ფლორიდაში ერთმანეთს ხვდებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე. თავის მოკლე კომენტარში ტრამპა განაცხადა, რომ იგი „100 პროცენტით“ უჭერს მხარს იაპონიას, ხოლო აბემ „აბსოლუტურად დაუშვებელი“ უწოდა რაკეტის გამოცდას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან.

XS
SM
MD
LG