Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 10 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციაზე მოწყობილი აფეთქების შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ქალაქ ლაჰორში საპროტესტო აქციაზე მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, ალი რაზას ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც დაუდგენელი პირი მოტოციკლით შეიჭრა დემონსტრანტებში. აქციაზე ასობით ფარმაცევტი იყო შეკრებილი მედიკამენტებით ვაჭრობის მარეგულირებელი ახალი კანონის გასაპროტესტებლად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების ფრაქცია „ჯამაათ ურ-აჰრარმა". მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი. მან დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ პაკისტანი გააგრძელებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

XS
SM
MD
LG