Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში აქციები გრძელდება კორუფციის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მიუხედავად


რუმინეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ჩატარდება რეფერენდუმი კორუფციასთან ბრძოლაში საზოგადოების როლის თაობაზე. რეფერენდუმისათვის განსაზღვრული შეკითხვა ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ და ასევე ჯერ არ დაუდგენიათ კენჭისყრის თარიღი. იუწყებიან ასევე, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას არ მოუხდენია გავლენა დემონსტრაციების მასშტაბზე. ბუქარესტში უკვე ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. 13 თებერვალს, სუსხიანი ამინდის მიუხედავად, დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ ბუქარესტის ცენტრში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. გამოსვლები დაიწყო გასულ თვეში, როცა მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კორუფციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას.

XS
SM
MD
LG