Accessibility links

იაპონია აპროტესტებს კურილის სადავო კუნძულებისათვის რუსული სახელების დარქმევას


იაპონია აპროტესტებს მოსკოვის გადაწყვეტილებას, რუსული სახელწოდებები მიუჩინოს სამხრეთ კურილის სადავო კუნძულებიდან ხუთს, რომელიც აქამდე უსახელო იყო. იაპონია „ჩრდილოეთის ტერიტორიებს“ უწოდებს კურილის კუნძულებს. ისინი 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ დაიპყრო საბჭოთა კავშირმა. იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „მიუღებელი“ და „იაპონიის პოზიციის საწინააღმდეგო“ უწოდა მოსკოვის ნაბიჯს. მისივე თქმით, ტოკიომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გასულ კვირაში დაარქვა სახელები ხუთ კუნძულს, მათ შორის, საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, არის დერევიანკო. საბჭოთა გენერალმა კუზმა დერევიანკომ 1945 წელს ხელი მოაწერა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციას. იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, კუნძულებისათვის რუსული სახელწოდებების მინიჭება გავლენას არ იქონიებს მოლაპარაკებაზე კუნძულების გარშემო ტერიტორიული დავის მოსაგვარებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG