Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტს "პროვოკაციულ" ნაბიჯად მიაჩნია კიშინიოვში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნა


მოლდავეთის პრეზიდენტი, პრომოსკოვური კურსის მომხრე იგორ დოდონი ფიქრობს, რომ მოლდავეთში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯი იქნებოდა. დოდონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სურს მოლდავეთმა შეინარჩუნოს ნეიტრალური სტატუსი, სამხედრო ალიანსებში გაერთიანების ნაცვლად. მოლდავეთის პროდასავლურ მთავრობას ნატოსთან გაფორმებული აქვს შეთანხმება წელს ნოემბერში კიშინიოვში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დააჩქაროს ოფისის გახსნა და სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამის გაკეთება აპრილში მოხერხდება. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რას ფიქრობს კიშინიოვში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნის გეგმაზე, იგორ დოდონმა უპასუხა: რაში გვჭირდება ნატოს ოფისი? ნატოს ოფისი კიშინიოვში, ნეიტრალურ ქვეყანაში პროვოკაცია არისო. „მე ეს არ მინდა. არც ნატო მინდა და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (სამხედრო) ალიანსი, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს - თუ საქმე შეიარაღებულ ძალებს ეხება“,- განაცხადა მოლდავეთის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG