Accessibility links

საქართველოში აშშ-ის საელჩო გმობს ცხინვალის რეგიონში „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას


საქართველოში აშშ-ის საელჩო გმობს ცხინვალის რეგიონში მიღებულ გადაწყვეტილებას 9 აპრილს „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც 14 თებერვალს გავრცელდა. ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გეგმა მოხსენიებულია, როგორც „პროვოკაციული“ ქმედება, რომელიც აკნინებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. აშშ-ის საელჩოს განცხადების თანახმად, აშშ არ აღიარებს უკანონო რეფერენდუმს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა რეფერენდუმი, ტოლფას სახელწოდებებად „სამხრეთ ოსეთის“ და „ალანიის სახელმწიფოს“ გამოცხადების საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG