Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი აპირებს დონალდ ტრამპის მრჩევლების რუსეთთან კონტაქტის საკითხის შესწავლას


შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერები აცხადებენ, რომ განიხილავენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩევლებს რუსეთთან კონტაქტი ჰქონდათ თვეებით ადრე, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა. სენატში უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტში მოუსმენენ თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინს, რომელიც 13 თებერვალს გადადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სრული ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩთან თავისი საუბრების შინაარსზე. კონგრესში ამ საკითხის განხილვა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პირებს და მისი გუნდის წევრებს მრავალჯერ ჰქონდათ კონტაქტი რუსეთის დაზვერვის სამსახურების მაღალი რანგის ოფიციალური პირებთან, აშშ-ში შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა, ამ ინფორმაციას არ უკავშირებენ აშშ-ის დაზვერვის სამსახურების განცხადებას, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG