Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად. ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მოჰამანდის რაიონში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა შვიდი ადამიანი. თავდასხმა მიმართული იყო ადგილობრივი ხელისუფლების შტაბ-ბინის წინააღმდეგ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთმა დაჯგუფებამ. ასევე ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ ფეშავარში კი ორი ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოს მახლობლად ბომბის აფეთქების შედეგად. ამ საავადმყოფოში 15 თებერვალს უნდა მისულიყო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იმრან ხანი. ჯერ არ არის ნათელი, ინციდენტის დროს ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუ არა. საავადმყოფოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG