Accessibility links

ტრამპი: რუსეთმა ყირიმი დაპყრო ობამას ადმინისტრაციის დროს


დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთმა ყირიმი დაიპყრო ობამას ადმინისტრაციის დროს“. ტრამპი იქვე სვამს კითხვას: „რუსეთთან ურთიერთობის დროს ობამა ზედმეტად რბილი ხომ არ იყო?“. ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჯერ მოუწოდა, შემდეგ კი დაეთანხმა ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის პოსტიდან მაიკლ ფლინის გადადგომას, იმ კითხვების ფონზე, რომლებიც გაჩნდა ფლინისა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის არსებული კონტაქტების გარშემო. ტვიტერში დღეს გავრცლებეულ განცხადებებში, ტრამპმა ასევე გააკრიტიკა მედია. მისი თქმით, „ის მედიასაშუალებები, რომლებიც ავრცელებენ „გამოგონილ ამბებს“ გიჟდებიან შეთქმულების თეორიებსა და ბრმა სიძულვილზე“. მან ასევე განაცხადა, რომ „უაზრო რუსული კავშირები“ წარმოადგენს მხოლოდ იმის მცდელობას, რომ გადაიფაროს ჰილარი კლინტონის კამპანიის პირობებში დაშვებული შეცდომები. შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერები განიხილავენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩევლებს რუსეთთან კონტაქტი ჰქონდათ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა. სენატის დაზვერვის კომიტეტში ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინსც მოუსმენენ.

XS
SM
MD
LG