Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატი კონგრესმენები ცდილობენ, ხელი შეუშალონ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები აქტიურად განაგრძნობენ იმ კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს, დაბლოკოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველა შესაძლო მცდელობა რუსეთისთვის სანქციების გაუქმების თაობაზე. 15 თებერვალს წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა იდენტურია რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრების მიერ ერთი კვირის წინ ერთობლივად მიღებულ დოკუმენტს. ახალი კანონპროექტი ართულებს ბარაკ ობამას მმართველობისას რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული მექანიზმების გაუქმებას, რომელთა შორისაა სავიზო აკრძალვები. სანქციების მიზანია რუსეთის დასჯა და მასზე ზეწოლის განხორციელება, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG