Accessibility links

იემენში, დაკრძალვის პროცესიაზე იერიშის შედეგად, დაიღუპა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი


ადგილობრივი მოსახლეობისა და ექიმების ცნობით, რვა ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპნენ იემენის დედაქალაქ სანაას მახლობლად, დაკრძალვის პროცესიაზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად. გავრცელებული ცნობებით, სანაადან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე არჰაბის რაიონში გუშინ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დაიჭრა კიდევ, სულ ცოტა, ათი ქალი. ქალაქს აკონტროლებენ ჰუტის დაჯგუფების მეამბოხეები, რომლებიც მომხდარში ბრალს სდებენ საუდის არაბეთის სახელმწიფოთა მხარდაჭერით მოქმედ კოალიციას. ამ უკანასკნელის კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა. იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებს უპირისპირდებიან ირანის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეები, რომლებიც ემხრობიან იემენის ყოფილ პრეზიდენტს, ალი აბდულა სალის. გაეროს ინფორმაციით, 2015 წლის მარტში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 7400 ადამიანი, მათ შორის 1400 ბავშვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG