Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტმა შეიწყალა 800-ზე მეტი პატიმარი


თურქმენეთის მედიის ცნობით, პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა შეიწყალა 828 პატიმარი. მედიასაშუალებები იმოწმებენ პრეზიდენტის ნათქვამს, რომლის თანახმადაც, მასობრივი ამნისტია დაკავშირებულია შუა აზიის ამ სახელმწიფოს ეროვნული დროშის დღესასწაულთან, რომელსაც 19 თებერვალს აღნიშნავენ. მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის, რამადანის თვეში ასეთ პრაქტიკას მიმართავდა ბერდიმუხამედოვის წინამორბედი საფარმურად ნიაზოვიც. თურქმენეთის ავტორიტარი მმართველი წელიწადში რამდენიმეჯერ აცხადებს ამნისტიას, ძირითადად სახელმწიფო დღესასწაულების აღსანიშნავად. როგორც წესი, შეწყალება არ ეხებათ პოლიტიკურ პატიმრებს.

XS
SM
MD
LG