Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაადასტურა, რომ თბილისში თავდასხმა მოხდა ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ თბილისში თავდასხმა მოხდა ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელზე. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ 15 თებერვალს ღამით თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროს ინსპექტორს, როსტომ ლორთქიფანიძეს. ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მიზნით, როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი არ დაშავებულა. საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლებით.

XS
SM
MD
LG