Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიიღო ამერიკელი გენერალი ჯოზეფ დანფორდი


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს ჯოზეფ დანფორდს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ბაქოში გამართულ ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურსა და პოლიტიკურ თანამშრომლობას, აზერბაიჯანის წვლილს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. დღესვე ბაქოში უნდა მოეწყოს დანფორდის შეხვედრა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან. დანფორდის პრესსამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღის წესრიგის თანახმად, გენერლები იმსჯელებენ ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის არსებული მდგომაროების შესახებ, ისაუბრებენ თანმიმდევრული და მკაფიო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე თავდაცვის სფეროში, რათა თვიდან იქნეს აცილებული არასწორი პროგნოზები და პოტენციური კრიზისი.

XS
SM
MD
LG