Accessibility links

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელები. სხდომის გახსნამდე სტოლტენბერგი ჟურნალისტებს დღის წესრიგის შესახებ ესაუბრა: „განვიხილავთ უსაფრთხოების სიტუაციას, რომლის წინაშეც დგას საქართველო - შავ ზღვაში და მის გარშემო არსებული გამოწვევების ჩათვლით და საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემების გათვალისწინებით. ასევე განვიხილავთ საქართველოს წინსვლას თავდაცვის სფეროს რეფორმებში, სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის ჩათვლით. შევაფასებთ ასევე ნატოს იმ არსებითი პაკეტის განხორციელებას, რომელიც ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში და ხელს უწყობს მის წინსვლას ნატოში გაწევრიანების გზაზე“. ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ნატო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ნატო-საქართველოს დღევანდელი სხდომა ამ ურყევი პოზიციის დასტურია.

XS
SM
MD
LG