Accessibility links

პუტინი: სადაზვერვო უწყებებს შორის ურთიერთობის აღდგენა ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სადაზვერვო უწყებებს შორის ურთიერთობის აღდგენა სასარგებლო იქნებოდა როგორც რუსეთის, ისე აშშ-ისთვის, ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების თვალსაზრისით. „ყველა დაინტერესებული უნდა იყოს აშშ-ისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სადაზვერვო უწყებებთან დიალოგის აღდგენით. სრულიად ნათელია, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში აუცილებელია ყველა ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ჯგუფების თანამშრომლობა“ - განაცხადა პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომლის ერთი მონაკვეთი ტელევიზიითაც გადაიცა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ 2015 წელთან შედარებით შარშან სამჯერ გაიზარდა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევების რიცხვი. მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა ცივი ომისდროინდელ დონემდე გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და მხარი დაუჭირა სეპარატისტულ მოძრაობას აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG