Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერლინში მოინახულა კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში მოინახულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ რამდენიმე დღის წინ ლაპარასკოპიული ოპერაცია ჩაუტარდა. საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53–ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა, რათა ბერლინში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოენახულებინა. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG