Accessibility links

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, ყველა ბრალდება მოუხსნას მიკოლა სემენას


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა ბრალდება მოუხსნას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელს, მიკოლა სემენას, რომელსაც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე სეპარატიზმში ადანაშაულებენ. 16 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ხსენებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის პროგრამების კოორდინატორი ნინა ოგნიანოვა აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების კრიტიკა დანაშაული არ არის“ და ყირიმის დე ფაქტო მმართველებს მიმართავს მოწოდებით, „შეწყვიტონ ჟურნალისტთა დევნა.“ სემენას საქმის წინასწარი მოსმენა დღეს იწყება ყირიმის მთავარ ქალაქ სიმფეროპოლში, ხოლო სასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის არის დანიშნული. სემენა აპრილში დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმის დატოვების უფლება არ მისცეს. მისთვის წაყენებული ბრალდება, რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განპირობებულია ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც ავტორი გამოთქვამდა კრიტიკას 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიმართ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG