Accessibility links

სირიის საკითხზე ასტანაში გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო


წარუმატებელი გამოდგა სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გუშინ გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება. შუამავალი ქვეყნების: რუსეთის, თურქეთისა და ირანის თქმით, ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ საიმისოდ, რომ კონფლიქტის მხარეებმა შეასრულონ მიღწეული საზავო შეთანხმება. გუშინდელი მოლაპარაკება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შუამავლობის მეორე ცდა იყო. აი, რა თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, ალექსანდრ ლავრენტიევმა: „მოლაპარაკებების ამ რაუნდით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვაშორებს სირიის კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების უშუალო მოლაპარაკებას. როგორც აღვნიშნე, უნდობლობის ხარისხი მეტად მაღალია და მხარეები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამენ. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ მაინც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ, რათა არ დავტოვოთ სივრცე დაპირისპირებისთვის.“ 40-წუთიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებს ერთობლივი განცხადება არ გაუკეთებიათ. სირიის მოკავშირე რუსეთი და მეამბოხეთა მხარდამჭერი თურქეთი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ექვსკვირიანი საზავო შეთანხმების განხორციელებას. გაეროს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 23 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG