Accessibility links

კიევის სამხედრო უწყების ცნობით, გუშინდელ შეტაკებაში დაიღუპა სამი და დაიჭრა ათი უკრაინელი ჯარისკაცი


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში გუშინდელი შეტაკების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ათი უკრაინელი ჯარისკაცი. სამხედრო უწყების მიერ 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში აღრიცხულ იქნა ყუმბარმტყორცნით განხორციელებული 60-ზე მეტი შეტევა. ყველაზე მწვავე თავდასხმის ეპიცენტრში იყო აღმოსავლეთ უკრაინის ორი ქალაქი: ავდეევკა და მარიინკა. საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას გასულ კვირებში დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა. ეუთოს მეთვალყურეთა თქმით, თებერვლის პირველ დღეებთან შედარებით, ვითარება განიმუხტა. აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისი იქნება საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG