Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდების მთავარი მოწმე აცხადებს, რომ მკვლელობის მომზადება პატრიარქს უკავშირდებოდა


მკვლელობის მომზადების პროცესი არის ასახული იმ ჩანაწერებში, რომელიც გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს, - ამის შესახებ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა ტელეკომპანია ”იბერიასთან” ინტერვიუში. როგორც ირაკლი მამალაძემ აღნიშნა, მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მამალაძე საუბარს ერიდება. გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე პროკურატურისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ რეალურად მძიმე დანაშაული აღიკვეთა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ეჭვმიტანილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაში. მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

XS
SM
MD
LG