Accessibility links

მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების 53-ე კონფერენცია


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მიუნხენში დაარწმუნა ნატოელი მოკავშირეები, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მათ მხარში ეყოლება. უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, პენსმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ახალი ძალების განთავსების პროგრამის მხარდაჭერას. „პრეზიდენტმა მთხოვა, დღეს აქ ვყოფილიყავი და გადმომეცა ეს მოკითხვა და გზავნილი, თქვა პენსმა. "აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით, დღეს აქ გადმოგცემთ მის დაპირებას, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს და ჩვენი ვალდებულები ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ იქნება ურყევი“, განუცხადა პენსმა მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს. მისი თქმით, აშშ უკრაინაში ჩარევის გამო რუსეთს აკისრებს პასუხიმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ „შეხების წერტილების ძებნა ხდება“. მისი თქმით, მტკიცე კაშირი აშშ-სა და ევროპას შორის აგებულია არა მხოლოდ იარაღის სიძლიერეზე, არამედ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რომელსაც ჩვენ ვიღიარებთ: თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობაზე, თქვა პენსმა. ამავე დროს მან გაიმეორე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ უნდა მოხდეს თავდაცვის ხარჯების სამართლიანად განაწილება ალიანსში მოკავშირეებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG