Accessibility links

ლავროვი: რუსეთს აშშ-თან სურს პრაგმატული ურთიერთობა


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ცივი ომის“ დასრულდა, მაგრამ ზოგიერთების გონება დასავლეთში, კვლავ ცივი ომის პერიოდშია ჩარჩენილი. მისი თქმით, რუსეთს სურს აშშ-თან პრაგმატული ურთიერთობა, რომელიც ორმხრივ პატივისცემაზე და აღიარებაზე, გლობალური სტაბილურობისთვის პასუხიმგებლობის განაწილებაზეა დამყარებული. ლავროვის თქმით, საჭიროა ნატოსა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის განახლება. ფაქტი, რომ ალიანსი არ არის ამისთვის მზად, „სამწუხაროა“, თქვა ლავროვმა. მის თანახმად, რუსეთი და აშშ არასოდეს ყოფილან კონფლიქტში, მათი ურთიერთობის პოტენციალი „უზარმაზარია“ და მისი რეალიზება მომავალში უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG