Accessibility links

ტილერსონი რუსეთთან სირიაში თანამშრომლობის პირობას აყენებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა რუსეთი აღიარებს, რომ სირიის ყველა ოპოზიციური გაერთიანება არაა „ტერორისტული“. ამის თაობაზე განაცხადეს ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა ბონში, სადაც მიმდინარეობს საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილეობით მოლაპარაკება „დიდი ოცეულის“ შეხვედრის კულუარებში. ტილერსონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს გაეროს სამშვიდობო მცდელობებს სირიაში მოლაპარაკებების გზით, მაგრამ რუსეთის მხრიდან სირიის მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც ყველა სირიელ მეამბოხეს ტერორისტს უწოდებს, ართულებს თანამშრომლობას თქვა სახელმწიფო მდივანმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG