Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენში შეხვდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის კულუარებში შეხვდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსს. შეხვედრის შემდეგ პოროშენკომ განაცხადა, რომ პენსმა მას გადასცა უკრაინის მხარდაჭერის ძალიან მტკიცე გზავნილი. მანამდე რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსმა გაწბილება გამოხატა პენსის განცხადებების გამო. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა მიუნხენშივე განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია პენსის ნათქვამის გამო, რომ რუსეთს „ეკისრება სრული პასუხიმგებლობა მინსკის შეთანხმების განუხორციელობისთვის“. კოსაჩოვის აზრით, პენსის ნათქვამი უკრაინას ნებას რთავს, "მუდმივად გამოუცხადოს საბოტაჟი მინსკის შეთანხმებას“. პენსმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას მინსკის 2015 წლის შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტის შესახებ. მან დასძინა, რომ აშშ უკრაინაში ჩარევისთვის რუსეთს აკისრებს პასუხიმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ „შეხების წერტილების ძებნა ხდება“, რაც, როგორც მან თქვა, პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, შეიძლება ნაპოვნი იქნეს.

XS
SM
MD
LG