Accessibility links

რუსეთი დროებით აღიარებს უკრაინის სეპარატისტების გაცემულ საბუთებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც დროებით იქნება აღიარებული აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების მიერ გაცემული საბუთები. დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო ხელისუფალთა მიერ გაცემული დოკუმენტები დროებით ძალაში იქნება რუსეთის ტერიტორიაზე. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ, ისწავლონ, იმოგზაურონ რუსეთში. ამ განკარგულებით რუსეთი დროებით აღიარებს პირადობის მოწმობებს, დიპლომებს, დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს, ასევე ავტომანქანების სარეგისტრაციო ნომრებს, რომლებიც უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონშია გაცემული. ახალი წესები ძალაში დარჩება, სანამ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად ვითარება პოლიტიკურად არ მოგვარდება. განკარგულების თანახმად, მასზე ხელმოწერა მოხდა „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“ „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს უკრაინაში ჩარევისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG