Accessibility links

ირანში გაიმართება ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები


ირანმა განაცხადა, რომ ისლამური რევოლუციური გვარდია ფართომასშტაბიან სამხედრო მანევრებს გამართავს მომავალ კვირაში ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. გვარდიის სახმელეთო ჯარის მეთაურმა, გენერალმა, მოჰამად ფარქურმა თქვა, რომ მანევრები, სახელწოდებით „დიდი წინასწარმეტყველი“, 20 თებერვალს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. ირანი მანევრებს მართავს აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების და ახალი სანქციების შემოღების მიუხედავად თეირანის სარაკეტო გამოცდების გამო. ფარქურის თქმით, მანევრების მიზანია იმის ჩვენება, რომ ირანი სრულ მზადყოფნაშია საფრთხეებსა და ვაშინგტონის "შეურაცხმყოფელ" სანქციებთან გასამკლავებლად. ირანი აცხადებს, რომ მისი სარაკეტო პროგრამა თავდაცვის მიზნებს ემსახურება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG