Accessibility links

კონფლიქტის მხარეები და შუამავლები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა შეწყდება


უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრორუს სეპარატისტებსა და კიევს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში. შეთანხმება, რომლის თაობაზეც გარიგება მიღწეული იქნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში, ძალაში შევა 20 თებერვალს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დოკუმენტი გულისხმობს აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე შეიარაღების გატანას. ამ რეგიონში ბოლო დროს ბრძოლები გამძაფრდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარიგების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა, ანუ ის, რის შესახებაც შეთანხმება დიდი ხანია შედგა, მაგრამ არასოდეს განხორციელებულა.

XS
SM
MD
LG